მმარიამ ბ.Messenger · 02:16
ტყავის ჩანთა Mira · შავი89 ₾
მიტანა · ვაკე5 ₾
ჯამი94 ₾
ახალიდადასტურდაგზაშია
AI გამყიდველი + CRM · Messenger · Instagram
AI გამყიდველი, რომელიც მყიდველს ქართულად პასუხობს — ღამის ორზეც. იცნობს შენს კატალოგს, ფასებს და მარაგს, აჩვენებს პროდუქტს და შეკვეთას პირდაპირ CRM-ში აფორმებს.
02:14ღამე · Messenger
შენ გძინავს. ბოტი სამ წამში პასუხობს: აჩვენებს პროდუქტის ბარათს, ეუბნება მიტანის პირობებს, იღებს სახელს, ტელეფონს და მისამართს — და შეკვეთა უკვე CRM-შია.
ამაღამ7 შეკვეთა612 ₾
მმარიამ ბ.Messenger · 02:16
ტყავის ჩანთა Mira · შავი89 ₾
მიტანა · ვაკე5 ₾
ჯამი94 ₾
ახალიდადასტურდაგზაშია
სცენარის მაგალითი
08:30დილა · Telegram
ტელეფონში ღამის შეჯამება გელოდება: რამდენი შეკვეთა მოვიდა, რა თანხაზე და რომელ ჩატს სჭირდება შენი ხელი. ყოველი ახალი შეკვეთა — მყისვე Telegram-ში.
სცენარის მაგალითი
08:30
12:00შუადღე · ყველა არხი
ბოტი ყველას ერთდროულად პასუხობს — ზომაზე, ფასზე, მიტანაზე. რაც მის კომპეტენციას სცდება, ოპერატორს გადაეცემა და მიზეზიც თან ახლავს.
~90%ჩატებისა ბოტი თავად ხურავსჩვენი კლიენტის მაგალითზე
15:00ფოტო · ხმოვანი
მყიდველი სქრინშოტს აგზავნის — ბოტი კატალოგში მსგავს პროდუქტს პოულობს. ხმოვან შეტყობინებას ტექსტად შიფრავს და ისე პასუხობს, როგორც დაწერილს.
ხმოვანი შეტყობინება ტექსტად: „ხვალ ვაკეში მომიტანთ? ორმოცდასამი ზომა მინდა.“
19:00საღამო · CRM
ინბოქსი, შეკვეთები, მყიდველები და გუნდი. Messenger და Instagram — ერთ სივრცეში. ოპერატორი იქიდან აგრძელებს, სადაც ბოტი გაჩერდა.
ინბოქსი 24
მმარიამ ბ.მადლობა! ხვალ ველოდებიბოტი
ნნინო კ.10 ცალს თუ ავიღებ…შენ
ლლევან ტ.ხმოვანი · 0:06ბოტი
აანა გ.ზომა 38 დარჩა?ბოტი
დდათო ს.შეკვეთა #1071 ✓ბოტი
ნნინო კ. Instagram
ბოტმა გადმოგცა: ფასდაკლებას ითხოვს
10 ცალს თუ ავიღებ, ფასს დამიკლებთ?
კარგი კითხვაა! ამას მენეჯერი გიპასუხებთ — ახლავე შემოგიერთდებათ 🙂
გამარჯობა, ნინო! 10 ცალზე 12%-ს დაგიკლებთ 💜
უპასუხე…
მყიდველი
შეკვეთები4
ჯამი386 ₾
ბოლო#1063
შეხსენებახვალ 11:00
შეკვეთები · დღეს
ახალი 2
#1072ბოტასი Aero149 ₾
#1073ჩანთა Mira89 ₾
დადასტურდა 2
#1068კაბა Lia58 ₾
#1069ქუდი Mta75 ₾
გზაშია 1
#1061ქურთუკი Nord120 ₾
ჩაბარდა 2
#1048ჩანთა Mira94 ₾
#1052ჩანთა Mira89 ₾
21:00ღამდება · ანალიტიკა
~90%ჩატებისა ბოტი ბოლომდე თავად მიჰყავს
წამებშისაშუალო პირველი პასუხი — დღისითაც და ღამითაც
30–38%ჩატი → შეკვეთა სარეკლამო ტრაფიკზე
ჩვენი კლიენტის მაგალითზე, დამრგვალებული
23:59დღის ბოლო
249₾ / თვე
დღეში ერთი ყავის ფასი — ღამის ცვლა, დილის ანგარიში, შუადღის ნაკადი და საღამოს CRM შიგ შედის.
ყველა ფუნქცია · Messenger + Instagram · TikTok — მალე · ოპერატორები · ანალიტიკა · Telegram
00:00ახალი დღე
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე info@zernio.ge — ადამიანი გიპასუხებს.
ბუნებრივად — როგორც ყურადღებიანი კონსულტანტი და არა როგორც მანქანური თარგმანი. ბოტი ინარჩუნებს შენი მაღაზიის ტონს და პასუხობს მოკლედ, საქმეზე. ტონსა და სტილს პარამეტრებში თავად განსაზღვრავ.
არა. Zernio იყენებს თანამედროვე ენობრივ მოდელებს, მაგრამ მთავარი ის არის, რაც მათ გარშემოა: შენი კატალოგი, მარაგი, შეკვეთების გაფორმება, CRM, ოპერატორზე გადაცემა და ანალიტიკა. ბოტი მხოლოდ შენი მონაცემებით პასუხობს.
ის არ იგონებს. თუ კითხვა კატალოგსა და შენს წესებს სცდება, ბოტი მყიდველს თავაზიანად ეუბნება, რომ მენეჯერი შემოუერთდება, ხოლო შენ და ოპერატორები იღებთ შეტყობინებას მიზეზის მითითებით — CRM-ში და, თუ ჩართავ, Telegram-ში.
კი. მყიდველის გამოგზავნილ ფოტოს ბოტი კატალოგს ადარებს და მსგავს პროდუქტს სთავაზობს. ხმოვანი შეტყობინება ავტომატურად ტექსტად იშიფრება და გაშიფრული ტექსტი CRM-ის ჩატშიც ჩანს.
Facebook-ის ბიზნეს გვერდის Messenger და მასთან დაკავშირებული Instagram-ის პროფესიული ანგარიში (Direct). TikTok-ის მხარდაჭერა მალე დაემატება.
არა. რეგისტრაციის შემდეგ ოსტატი ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიძღვება: ამატებ პროდუქტებს, წერ მიტანისა და გადახდის პირობებს და აკავშირებ გვერდს. თუ სადმე გაჭედავ, დაგეხმარებით.
ერთი პაკეტია — 249 ₾ თვეში, ყველა ფუნქციით. პირველი 7 დღე უფასოა და რეგისტრაციისას ბარათი არ გჭირდება. საცდელი პერიოდის შემდეგ ანგარიშს ჩვენთან დაკავშირებით ააქტიურებ.
თითოეულ მაღაზიას ცალკე, იზოლირებული მონაცემთა ბაზა აქვს. კავშირი დაშიფრულია, პაროლები ჰეშირებული სახით ინახება და მონაცემებს მესამე მხარეს არ ვყიდით. დეტალები — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.